ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია

16 აგვისტო 2020, 23:29 2289 ნახვა

ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგის მეორე წრე წარმატებულად დაიწყო. მეათე ტურის მატჩში ბათუმის "დინამო" თბილისში ადგილობრივ "მერანს" ეწვია და 2-1 დაამარცხა.

ანგარიში 51-ე წუთზე რეინალდომ გახსნა და სადებიუტო გოლიც გაიტანა. სამ წუთში სხვაობა ორამედე ნიქაბაძე გაზარდა. მატჩის მიწურულს 86-ე წუთზე სხვაობა სარდალიშვილის გადაცემის შემდეგ გოგოლაშვილმა შეამცირა. 10 ტურის შემდეგ ბათუმელები 20 ქულით ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერები არიან.

მეორე ადგილზე თბილისის "დინამო" 19 ქულით იმყოფება.მესამე ადგილზე მყოფ გორის "დილას" კი 9 შეხვედრაში 16 ქულა აქვს. ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამოს" შემდეგი შეხვედრა დიდხნიანი პაუზის შემდეგ 12 სექტემბერს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ექნება.

გავრცელებული ინფორმაციით ეს შეხვედრა ბათუმის "დინამოს" ახალ არენაზე გაიმართება. მანამდე გია გეგუჩაძის შეგირდები 27 აგვისტოს ისრაელში "ჰაპოელ ბერ-შევას" წინააღმდეგ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრას გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი