საქართველოში ამ დროისთვის 136 განთავსების ობიექტში კარანტინს 7 326 ადამიანი გადის. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები უწევენ მონიტორინგს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კარანტინში მყოფთა კვების რეჟიმს, მიწოდებული სურსათის უვნებლობას, ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვას.