დიღმის ძმათა სასაფლაოზე ამ წუთებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირიდან 2 მებრძოლს სამხედრო პატივით კრძალავენ. დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.
ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი.