ხულო-ზარზმის გზის პროექტი - პოლიტიკური ურთიერთბრალდებები

13 აგვისტო 2020, 11:43 1650 ნახვა

ხულო-გოდერძის გზის მშენებარე პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს. მათი თქმით, ხელშეკრულება საეჭვო კომპანიებთან გაფორმდა, რომლებსაც ოპოზიციის მტკიცებით, ხარვეზები ჰქონდათ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში.  

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს ახალ ხელშეკრულებაში სამუშაოების ღირებულების გაზრდაა. ოპოზიცია მოითხოვს აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის შესახებ სახელმწიფო შესყიდვა, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება ბიუჯეტიდან თანხა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ტიპის ბრალდებები უსაფუძვლოა და  სტრატეგიული პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, პირველი ფაზის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი