მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

13 აგვისტო 2020, 10:07 11912 ნახვა

მახინჯაურში, ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს, 13 აგვისტოს გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა.

მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად, შემთხვევის ადგილზე სულ 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში