‘’ეს ქვეყანა შენია’’ პროექტის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ბათუმში. აჭარაში გამარჯვებულები ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. მათი წარმოდგენილი აქტივობა შშმ პირებისთვის პროფესიის არჩევაში დახმარებას გულისხმობდა. სულ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე გუნდი მონაწილეობდა.
დაჯილდოვების პარალელურად მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა, ისაუბრეს სამოქალაქო ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.