ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის ფარგლებში ახალგაზრდები საბაზისო სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს და პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს ეცნობიან. სასწავლო კურსი 10 შეხვედრას მოიცავს.