სამწუხაროდ გავრცელება არის და უფრო დეტალურ შედეგებზე ეპიდემიოლოგები ისაუბრებენ - სოზარ სუბარი 

11 აგვისტო 2020, 17:38 1439 ნახვა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელება არის და უფრო დეტალურ შედეგებზე ეპიდემიოლოგები ისაუბრებენ. სოზარ სუბარის თქმით, ოთხ დასახლებაში რვა  პუნქტია გახსნილი, სადაც მოქალაქეებს ტესტირება უტარდება. მოსახლეობის საკმაოდ აქტიურია. 

''გვინდა დღეს სოფელი ლენჯერი ამოვწუროთ, საიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო. თუ მოსახლეობა ასე აქტიურად მოვიდა სწრაფად დავასრულებთ. შემდეგ გაგრძელდება მესტიაში და გადავალთ სხვა სოფლებში. 

​პრობლემები შეიქმნა იმიტომ, რომ ბევრი ტურისტი იყო, ზოგი ერთი დღის ჩამოსული, ვერაფრის ნახვა ვერ მოასწრო და მოულოდნელად რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ. გადაადგილება შეეზღუდათ და კარანტინში წასვლა მოუხდათ. ვცდილობთ ყველას ავუხნათ, რომ პანდემიის დროს ასეც ხდება. გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა, მაგრამ მთავარი ჩავახშოთ გავრცელების კერები. 

მესტიაში გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცე ვინც დარჩება, ვისაც გასვლა სურს საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ თავისუფალ ადგილებს ვთავაზობთ'' - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა. 

სოზარ სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უშგული სრულად ჩაიკეტა ის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ არის. ხვალ კი ტესტირება დაიწყება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი