„არჩევნები და სოციალური მედია“ -თემაზე ამ წუთებში ბათუმში დისკუსია მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს ინფორმაცია სოციალურ მედიაში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრა სამართლიანი არჩევნების ორგანიზებით იმართება და განიხილება ასევე საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ცნობიერებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ანონიმურად შექმნილი გვერდების სტრატეგიის შესახებ.