საქართველოში დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი აჭარაში დადასტურდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მამაკაცი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.
უწყების ცნობით, ერთი ინფიცირებული მკურნალობას თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელებს, მეორეს კი უახლოეს საათებში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 17 პაციენტი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.