2008 წლის რუსული ოკუპაცია ფოთში 33 დღე გაგრძელდა. პირველი რუსული ბომბი ნავსადგურის მე-7 ტერმინალზე ჩამოვარდა,რასაც კიდევ რამდენიმე საჰაერო იერიში და დაბომბვა მოჰყვა.
საბოლოო ჯამში რუსმა ოკუპანტებმა სტრატეგიული საპორტო ქალაქი 14 სექტემბერს დატოვეს. აგვისტოს ომს აქ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ბით კი დაშავდა.