კომპანია “ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი”-ს გემის ქართული ეკიპაჟი ისევ ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა. ეკიპაჟის წევრების როტაცია, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მეზღვაურები საქართველოში სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ.