პარიზიდან, გერმანიიდან ჩამოსული მგზავრების უმრავლესობა უცხოელი ტურისტია - თურნავა

05 აგვისტო 2020, 12:06 1580 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გაიხსნება. ნათია თურნავას განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება სხვადასხვა კომპანიებთან და ახალი მიმართულებები ეტაპობრივად გაიხსნება.

"აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს „ლუფთანზა“, მიუნხენის რეისები სრულდება, „ეარფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება და დღეს გამოფრინდება და ხვალ ჩვენთან იქნება პირველი რეისი “ეარბალტიკის“, რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში.

სულ ახლახანს მაგალითად პარიზის რეისი ჩამოფრინდა და გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოს, არამედ სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, ოღონდაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

ქუჩებში უკვე გამოჩნდა პირველი უცხოელი ტურისტები. ის რეისები რაც ჩამოფრინდა პარიზიდან, გერმანიიდან, რასაც ველოდებით ევროპიდან უდიდესი უმრავლესობა 3/4 მგზავრი არის უცხოელი ტურისტები. საერთაშორისო ვიზიტორები. ეს მნიშვნელოვანი სტატისტიკაა. ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად უცხოელი ვიზიტორები, ვისაც სურს, რომ ეწვიოს საქართველოს, რადგან ის არის უსაფრთხო ქვეყანა"-განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2700-მდე განაცხადია ბიზნესვიზიტორებისგან შემოსული, რომლებსაც უნდათ მოკლევადიანი ვიზიტით ქვეყანაში ჩამოსვლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი