ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ოპოზიციონერ დეპუტატს გამოძიება სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას ედავება. საქმე გასულ წელს ,,ურეკი რეზიდენსთან“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რაშიც ელგუჯა ბაგრატიონი პოლიტიკურ სარჩულს ხედავს.
დღეს დაცვის მხარემ მოსამართლეს მათ მიერ მოპოვებული ვიდეომასალის მტკიცებულებად დაშვების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ერთხელ უკვე დაყენებული საკითხის ახალი გარემოებების არ არსებობის გამო მტკიცებულების დაშვება არ დააკმაყოფილა.
პროცესზე მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა. ბრალდებისა და დაცვის მხარის შეკითხვებს უკვე უპასუხა ხულოს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ.