საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს.
UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე.