სუსმა 4 პირი თაღლითობაზე დააკავა

03 აგვისტო 2020, 20:10 1522 ნახვა

აჭარაში ჯგუფურად თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პიროვნება დააკავეს. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ 11 ათას 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ.

ბრალდებულებმა სანაცვლოდ 350 000 აშშ დოლარი მოითხოვეს. ''დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურებრივ მფარველობას'' - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ქობულეთის მცხოვრებია, ხოლო დანარჩენი სამი ბათუმის, ხოლო ადგილი სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო, ე.წ. შახტარის დასახლებაა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრალდებულის ოჯახის წევრები ყოველგვარ ბრალდებას უარყოფენ.

ჩვენ დავუკავშირდით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურს თუმცა ჯაბა ფუტკარაძემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი