ინფიცირებულთა რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში  თოთხმეტით  გაიზარდა

02 აგვისტო 2020, 12:11 1642 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-ს შეადგენს.

აქედან, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.26 პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენები საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი