„კაწრომ“ დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

01 აგვისტო 2020, 19:53 1267 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში  ჩააბარა, - აღნიშნულის შესახებ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა.  უფლებადამცველი ამბობს, რომ მას საქმესთან შეხება არ აქვს.

ადვოკატის ვარაუდით, ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, რომ ყველა პირმა, ვისზეც კი რაიმე ეჭვი გამოითქვა, დნმ-ის ნიმუში უნდა ჩააბაროს.ცნობისთვის ფეხბურთელის  საქმეზე დაკავებულია 17 ახალგაზრდა.  6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 5 აგვისტოს გაგრძელდება. საგამოძიებო უწყება არ გამორიცხავს, რომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ბრალი 17-ი ბრალდებულიდან ნაწილს  დაუმძიმონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი