ჯუანშერ ბურჭულაძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

15 სექტემბერი 2025, 14:30 77 ნახვა

ჯუანშერ ბურჭულაძისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ. ბრალდებული ყოფილ მინისტრი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

ადვოკატ მარიამ შათირიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ შესაძლოა რაიმე დამატებითი ბრალი იქნას წარდგენილი, რადგან ადვოკატის თქმით რაც წარდგენილია ისიც კი არ ეყრდნობა არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი