არასრულწლოვნების საქმის განხილვა 5 აგვისტოს გაგრძელდება

01 აგვისტო 2020, 12:43 1159 ნახვა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 5 აგვისტოს გაგრძელდება. მათი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაიზიარა.

მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. საგამოძიებო უწყება არ გამორიცხავს, რომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ბრალი 17 ბრალდებულიდან ნაწილს  დაუმძიმონ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი