პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ​ მოპოვება-გავრცელების ბრალდებით კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს - შსს

31 ივლისი 2020, 16:10 1371 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილისა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ხოლო 151-ე - მუქარას.

157 მუხლი: პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი