აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები

23 ოქტომბერი 2025, 19:57 133 ნახვა

რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციისათვის ხელის შეშლის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნეკა ნათელაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა საქალაქო სასამართლომ კახა კვეკვესკირს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

64 წლის ლია მუშკუდიანს კი  რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამ შემთხვევაში მოსამართლემ როგორც თავად თქვა ასაკი გაითვალისწინა.

პრემიერის განცხადებით, პროტესტი არ არსებობს და აქციები „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქციაა“. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე