მაჭახლის ხეობას საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, იგი თავისი ეთნოგრაფიით მრავალ ტურისტს იზიდავს, სწორედ ამიტომ ხეობაში ეთნოსოფლისთვის საჭირო ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.ადგილობრივები, ტურისტების მომრავლებას სიხარულით ხვდებიან თუმცა აღნიშნავენ, რომ მთავარი ხეობის ლანდშაფტის, არქიტექტურის და ყოფის შენარჩუნებაა, რასაც მათი თქმით საფრთხე შეექმნებოდა, ხეობაში ადრე დაგეგმილი ჰესების აშენების შემთხვევაში, თუმცა ახლა ეს გეგმა დღის წესრიგში აღარ დგას.