აქცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

30 ივლისი 2020, 20:38 2698 ნახვა

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის წინ, საპროტესტო აქციას მართავენ მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის მხარდამჭერები.

ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე, გუგა ქადიძე ტელევიზიის ხელმძღვანელობამ, ტელევიზიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გაათავისუფლა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება - მიუღებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში