ვითარება სტიქიის ზონაში

30 ივლისი 2020, 18:10 1240 ნახვა

საერთო ჯამში, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა 50 მილიონ ლარამდე დასჭირდეს. დაახლოებითი თანხა, რაც აღდგენით სამუშაოებზე დაიხარჯება ქვეყნის პრემიერმა დაასახელა, მას შემდეგ, რაც სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო და საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო. გიორგი გახარიას ინფორმაციით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი. მისივე განცხადებით, მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია. მთავრობის მეთაურის თქმით, მოხდება სოფლების მომარაგება საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით. ასევე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სურვილის შემთხვევაში, სოფლიდან მოსახლეობის ვერტფრენით გამოყვანა მოხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი