სასამართლო დავა ჰესის მშენებლობის გამო

29 ივლისი 2020, 11:33 1739 ნახვა

ამ წუთებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კირნათი ჰესის მშენებლობის გამო რამდენიმე ოჯახის საკუთრების ექსპროპრიაციის საკითხი განიხილება. სასამართლოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. მთავრობას კირნათში რამდენიმე ოჯახისთვის ქონების იძულების წესით ჩამორთმევაზე გადაწყვეტილება გასულ წელს მოიღო.

ამ ოჯახებსა და კირნათი ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დავა და მოლაპარაკებები წლებია უშედეგოდ მიმდინარეობს. კირნათში მცხოვრებლები კომპანია "აჭარ ენერჯი 2007-ს" მათი ქონების ადეკვატურ ანაზღაურებას თხოვენ, კომპანიაში  კი  განმარტავდნენ, რომ ოჯახებს რომელთა მიწის ნაკვეთებიც უნდა დაიტბოროს აუდიტის  მიერ დადგენილ თანხას სთავაზობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი