საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 118 აუზიდან, შემოწმება გაიარა 106-მა. მაკონტროლებლებმა ობიექტის გახსნისთვის საჭირო რეკომენდაციების შესაბამისობაზე იმსჯელეს და მუშაობის უფლება მხოლოდ 66 აუზის მეპატრონეს მისცეს.
''გრძელდება ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესი. გახსნის ნებართვის მოპოვების მიზნით რეგისტრირებული 118 აუზიდან, შემოწმება გაიარა 106-მა, ხოლო გახსნის ნებართვა 66-მა მიიღო. რაც შეეხება ფიტნესს, რეგისტრირებული 275 ობიექტიდან შემოწმდა - 263, თანხმობა გაცემულია 144-ის მიმართ. სასტუმროების შემთხვევაში კი, მუშაობის განახლების ნებართვა 1322 განთავსების ობიექტზე გაიცა'' - წერია მტავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ღია და დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები 8 ივლისს დაამტკიცა.