ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში ინასარიძის ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე მონაკვეთში. დაწყებულია ასფალტის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. დასასრულს უახლოვდება ბორდიურებისა და გარე განათების მონტაჟი.
უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება. ბიუჯეტის ამ ნაწილში ასევე შედის ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიისა და ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ტბელ აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.