ინტოქსიკაციის შემთხვევა სავარაუდოდ, წყლის დაბინძურებამ გამოიწვია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

24 ივლისი 2020, 11:58 1739 ნახვა

რას უკავშირდება შარაშიძის ქუჩაზე ერთი კვირის წინ მოქალაქეების ინტოქსიკაცია-დაზუსტებით ამ დრომდე უცნობია, რადგანაც სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ სასმელ წყალზე ჩატარებული კვლევის შედეგად სინჯებში ცდომილება ნორმასთან შედარებით უმნიშვნელოა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე სასმელი წყლის სინჯები მომხდარიდან 3 დღის შემდეგ აიღეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ინტოქსიკაციის შემთხვევა სავარაუდოდ წყლის დაბინძურებამ გამოიწვია, მაგრამ სინჯების აღების მომენტში პრობლემა უკვე აღმოფხვრილი იყო. ითქვა, რომ სავარაუდოდ წყლის ერთჯერადად დაბინძურება მილზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია. 15 მოქალაქე ერთნაირი სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 17 ივლისს ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ისინი მოწამვლის ფაქტს სასმელს წყალს უკავშირდებდნენ. ამ დროისთვის კლინიკიდან ყველა მათგანი გაწერილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი