ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს - ის თურქეთის მოქალაქეა და სამშობლოში იმკურნალებს

24 ივლისი 2020, 11:33 1626 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლს. ის თურქეთის მოქალაქეა. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს. უწყების ინფორმაციით, მას სხვა პირებთან შემხებლობა არ ჰქონია. 

ბოლო 24 საათში აჭარაში 596 ტესტი ჩატარდა, აქედან მხოლოდ ერთი პასუხი იყო დადებითი.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 10 პაციენტი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

დღეს, 24 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში