აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსზე 977 ტესტი ჩაატარეს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 45 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2 092 მოქალაქე, კარანტინი კი 12 128-მა ადამიანმა დატოვა.