ქუთაისს ემუქრება სიკვდილი, 21-ე საუკუნეში ჰესების დრო აღარ არის - აქცია ნამოხვანჰესის წინააღმდეგ 

22 ივლისი 2020, 15:45 1555 ნახვა

ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ნამოხვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მიცემულ ვადებში ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა უნდა გაიყვანოს და ადგილზე სამუშაოები შეწყდეს. შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი დღეს ბოლო საპროტესტო აქციას მართავენ და თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ. 

"5 ივლისს ნამოხვანში აქცია ჩავატარეთ, სადაც კომპანიასა და ხელისუფლებას მივეცით ვადა, ჩვენი მოთხოვნები შესრულებულიყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნებს არ ასრულებენ. აქციას აქვს გამაფრთხილებელი სახე, რომ ქუთაისის მოსახლეობამ დაინახოს რეალური საფრთხე. ქუთაისს ემუქრება სიკვდილი, იმის გამო რომ ვიღაცებმა იშოვონ ასეულ მილიონიანი კორუფციული შემოსავალი. 21-ე საუკუნეში ჰესების დრო აღარ არის,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპი" აშენებს. მოსახლეობა უკვე ორი თვეა აქციებით აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, თუმცა მათი მოთხოვნა, რომ მშენებელმა კომპანიამ შეწყვიტოს სამუშაოები,  ამ დრომდე არ სრულდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი