რამ დახოცა თევზი ქობულეთში

21 ივლისი 2020, 20:20 2359 ნახვა

მკვდარი თევზები მდინარე აჭყვაში და სპეციფიკური სუნით შეწუხებული მოსახლეობა. წყლის ზედაპირზე დახოცილი ქაშაყი და კეფალი ტივტივებს. თევზების დახოცვის მიზეზი შესაძლოა უჟანგბადობას უკავშირდებოდეს, რისი გამომწვევი მიზეზიც წყლის დონის ვარდნა და წყალში მავნე ნივთიერების მოხვედრა იყოს, თუმცა ამ ვარაუდს, ლაბორატორიული კვლევებისთვის  აღებული წყლისა და თევზის ნიმუშების გამოკვლევა დაადგენს. თავად მოქალაქეები კი მომხდარს, 6 თვის  წინ, მდინარეში გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენების გადაყრას უკავშირებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი