2020 წელს ოქროს ბურთის გამარჯვებულს არ გამოავლენენ

20 ივლისი 2020, 19:57 3098 ნახვა

წელს „ოქროს ბურთი“ არავის გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა და როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასეთ განსხვავებულ წელს არ შეიძლება პრიზის გათამაშება.

„ოქროს ბურთი“ პირველად 1956 წელს გათამაშდა და მას შემდეგ პირველად მოხდება, რომ ბოლო წლის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელს პრიზით არ დააჯილდოებენ.

„პირველად თავის ისტორიაში „ოქროს ბურთი“ 2020 წელს არ გათამაშდება არასაკმარისი სამართლიანი პირობების გამო. ასეთი წელი არ შეიძლება მივიჩნიოთ ნორმალურ სეზონად. იმის გამო, რომ ამ საპატიო წოდებისთვის ბრძოლაში სამართლიანობა ვერ შენარჩუნდება, რადგან ყველა მოთამაშეს თანაბარი გზაა არ ჰქონია, რადგან ზოგი ჩემპიონატი შეჩერდა და ასეთ ვითარებაში პირობები არათანაბარია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯილდოს სანდოობა“, - წერია France Football-ის განცხადებაში.

ყველაზე მეტჯერ ოქროს ბურთი ლიონელ მესის აქვს მოგებული არგენტინელს 6 ოქროს ბურთი აქვს. კრიშტიანო რონალდო ხუთი, ხოლო მიშელ პლატინის, იოჰან კრუიფს და მარკო ვან ბასტენს კი 3-3 ოქროს ბურთი აქვს მოგებული. 2019 წელს ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი