ვერ იხსენებს, ვინ სცემა - არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატი

19 ივლისი 2020, 15:01 1136 ნახვა

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხული არასრულწლოვნის ადვოკატმა ბრიფინგი გამართა. მან მედიას დეტალურად მოუყვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ წვეულების ღამეს. არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შაქარაშვილის საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს და იგი მხოლოდ კიბის ეპიზოდში მონაწილეობდა.

უფლებადამცველის თქმით, ის ჩხუბში შემთხვევით მოჰყვა რის შემდეგაც ადგილს გაერიდა და ვახო ჩიქოვანთან ერთად თბილისში დაბრუნდა. ადვოკატი ამბობს, რომ ჩიქოვანთან დაპირისპირებაზე საუბარი არ ჰქონია. შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული წაშლილი ფაილების აღდგენაში დასახმარებლად საქართველოს პროკურატურამ ამერიკელ კოლეგებს მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი