მე-13 ბატალიონმა გადამზადება საპატრულო ასეულის სწავლებით დაასრულა. წვრთნებში ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მხარდამჭერი ჯგუფიც მონაწილეობდა.
სწავლების დროს სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, საპატრულო ბაზის დაკავების, დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების და ევაკუაციის სავარჯიშოები განახორციელეს.