საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე  ტესტირება მიმდინარეობს

17 ივლისი 2020, 11:06 1219 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე  მიზნობრივი ტესტირების პროცესი მიმდინარეობს. პირველადი მიზნობრივი ტესტირება ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 110 მებაჟე ოფიცერს   ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს  არ დაუფიქსირდა. აღნიშნული პროცედურა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ  სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი