ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს სასამართლომ სარჩელის დაზუსტება მოსთხოვა

16 ივლისი 2020, 21:06 1669 ნახვა

ქართველი ჩოგბურელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს სასამართლომ სარჩელის დაზუსტება მოსთხოვა. ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

“სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი, ჩამოაყალიბოს სამართლებრივი დასაბუთება და წარმოადგინოს. როდესაც მივიღებთ დაზუსტებულ სარჩელს ჩვენც ვუპასუხებთ შესაგებლით და გაგრძელდება ან არ გაგრძელდება პროცესი. დეტალებზე ვერ გიპასუხებთ, თუ რისი დაზუსტება ითხოვა მოსამართლემ. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი ეხება ოჯახს, პერსონალურ ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ყველაზე მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ წარმოდგენილი სარჩელი იყო დასაზუსტებელი. ასევე, სამართლებრივად გასამართი. სასამართლოს შემდეგი სხდომის თარიღი არ დადგენილა“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  დღეს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული დავა განიხილებოდა. სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდნენ ნიკოლოზ ბალისაშვილი და მის ყოფილი მეუღლე.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი