შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 ადამიანი დააკავა - ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკები. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.