ნატო-საქართველოს კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა, საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებს, ქვეყნის ჩართულობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და პანდემიის ეფექტიანი პრევენციის კუთხით ხელისუფლების ნაბიჯებს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მოკავშირეების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის წარმატებას ამ მიმართულებით.