2018-2019 წლებში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების ირგვლივ კვლევა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულების ანაზღაურება, 2015-2016 წლებისგან განსხვავებით, დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია; გაცემული პრემიების რაოდენობა კი 10-ჯერ ნაკლებია; განახევრდა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯები. ამ ფონზე გაზრდილია სამივლინებო ხარჯები. დოკუმენტის მიხედვით, აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებზე 2019 წელს მეტი ხელფასი გაიცა, ვიდრე 2018 წელს.