13 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში, მათგან 7 მილიონ ნახევარზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გასულ დღე-ღამეში "კოვიდ-19"-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოვლენილი. რთული ვითარებაა ბრაზილიასა და ინდოეთში. კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება სამხრეთ აფრიკაშიც, სადაც მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი ხელახლა დაწესდა. კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ მატულობს ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში. ესპანეთში, კატალონიის ერთ-ერთ რეგიონში კი მოსახლეობას განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სახლიდან გასვლა აეკრძალა. რთული ვითარებაა მეზობელ სახელმწიფოებშიც. ისევ მატულობს გარდაცვლილთა რიცხვი რუსეთსა და თურქეთში. ლეტალობის მაჩვენებელი ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში 8-ით, სომხეთში კი 6-ით გაიზარდა.