ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა მოკლე დროში შეძლოს

11 ივლისი 2020, 12:16 1262 ნახვა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა მოკლე დროში შეძლოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადა.

"ჩვენს ამჟამინდელ ვითარებაში, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვირუსი აღმოვფხვრათ. ეს შეიძლება, მოხდეს კუნძულ სახელმწიფოებში და სხვა ადგილებში“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

მაიკლ რაიანის თქმით, მსგავს შემთხვევებშიც ყოველთვის არსებობს რისკი ვირუსის ხელახალი შემობრუნების. „გადაცემა, რომელიც ამ სიტუაციაში ხდება, შეიძლება იყოს ცალკეული, ერთჯერადი სპორადული შემთხვევები, რომლის იზოლირება და კარანტინი ადვილად შეიძლება მოხდეს. უფრო შემაშფოთებელია დიდი კლასტერები, რომლითაც შეიძლება დიდი გავრცელება მოხდეს “, - აღნიშნა რაიანმა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი