საქართველოს თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი ავღანეთში ჩაფრინდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონმა გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა.
დასკვნითი ეტაპი ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა და მე-13 ბატალიონი პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც აღნიშნული წვრთნები სამშობლოში გაიარა.