პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდა. 9 ივლისის 20:00 საათამდე ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით.
ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით.