ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ზუგდიდის სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სამ ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეზე გრძელდება გამოძიება. პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთის, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა.