ლუკა კურტანიძის სასამართლო 

29 ოქტომბერი 2025, 20:02 155 ნახვა

ლუკა ელდარ კურტანიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, პროცესი 13  ნოემბერს გაგრძელდება, სავარაუდოდ ეს ბოლო სხდომა იქნება რის შემდეგაც უკვე ცნობილი გახდება მოსამართლის  გადაწყვეტილება.  

„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ, მსოფლიო ჩემპიონ ელდარ კურტანიძეს ბრალი 4 მუხლით აქვს წაყენებული და 5  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  მას პროკურატურა  ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება, შემთხვევა ქობულეთში მოხდა, დაზარალებულთან ერთად საქმეში დევს პოლიციელების  ჩვენებებიც. 

ბრალდებული 4  ბრალდებიდან მხოლოდ ერთს, ძალადობას  აღიარებს. დაცვის მხარე  ეთანხმება პროკურატურის მტკიცებულებებს.

დღეს პროცესზე  ლუკა კურტანიძემ განაცხადა რომ ბრალდების სამ ნაწილში - ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერის პირობების დარღვევაში, ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებასა და საკუთრების უფლების დარღვევაში თავს დამნაშავედ არ  ცნობს. შემდეგ სხდომაზე გაირკვევა დაკითხავენ თუ არა პროკურატურის მოწმეს, ასევე დაემატება თუ არა საქმეს დაცვის მხარის შუამდგომლობით  დღეს წარდგენილი  მტკიცებულება. 

პროკურორს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე