ღია სივრცეში ატრაქციონების ფუნქციონირება დასაშვები გახდა 

06 ივლისი 2020, 15:24 278 ნახვა

6 ივლისიდან, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც შეიძლება. გარდა ამისა, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლებიც, რომლებმაც შესაბამისი შემოწმება გაიარეს.

პრემიერ მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც. 

''6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ეს შემსუბუქებები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს საუბარი აუცილებელია, განხორციელდეს ყველა იმ რეკომენდაციისა და პროტოკოლის დაცვით, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს მიღწეულ იქნა სწორი, თანმიმდევრული ქმედებებით, არ შეიძლება ამ ეტაპზე უგულებელყოფა იმ რეგულაციებისა, რა რეგულაციებიც გვაქვს ქვეყანაში.

დახურულ სივრცეებში ტრენინგების ჩატარება, ასევე საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა კორონავირუსის გამო აიკრძალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში