მესტიაში, სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს.
ცეცხლს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს.