მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, გერმანიის თასზეც გაიმარჯვა

05 ივლისი 2020, 20:44 1595 ნახვა

 

ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალში ბაიერნმა 4:2 დაამარცხა ლევერკუზენი. პირველი ტაიმი მიუნხენელებმა დავიდ ალაბასა და სერჟ გნაბრის გოლებით 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმიში რეკორდმაისტერის ცენტრ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლის შესრულება შეძლო. ხოლო ლევერკუზენის მხრიდან გოლების გატან კაი ჰავერთსმა და სვენ ბენდერმა შეძლეს.

ბაიერნმა ზედიზედ მეორედ და სულ მეოცედ მოიგო გერმანიის თასი. ბაიერნმა გერმანიის რეკორდი დაამყარა მოგებების სერიის მიხედვით – მიუნხენურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგო. აქამდე რეკორდი ლევერკუზენს ეკუთვნოდა – ზედიზედ 16 მოგება 1978 წელს.

 

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში